მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში, კომერციული ბანკების ჯარიმების "კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის" ცვლილებების პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე - cp@nbg.gov.ge, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.