საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტში
დეპარტამენტი: ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტი
პოზიცია: სტაჟიორი
შესარჩევი სტაჟიორის რაოდენობა: 3
ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული).
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სტაჟირების შესახებ: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტი სტუდენტებს „ფინანსური ინოვაციების კონკურსში“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს; კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ინოვატორების აღმოჩენა.
სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
სტაჟიორის შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი:
მეორე ეტაპი:
წერითი დავალება სრულად:
რა თემაზე უნდა წარმოადგინონ ნაშრომი?
მონაწილეებმა ნაშრომი უნდა მოამზადონ შემდეგი სამი მიმართულებიდან ერთ-ერთზე:
სტუდენტებს თემის არჩევისას ექნებათ თავისუფლება.
თითოეული მიმართულებიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდება (ჯამში - სამი გამარჯვებული).
წერითი დავალების ეტაპები
დაინტერესებულმა კანდიდატმა დავალების შესასრულებლად უნდა გამოაგზავნოს არჩეული თემის აბსტრაქტი/რეზიუმე, რომელშიც უნდა აისახოს აპლიკანტის ცოდნა საკითხის მიმართ, ნაშრომის მიზანი, სტრუქტურა და შესრულების ეტაპები, თუ როგორ წარმოუდგენია მისი განხორციელება.
აბსტრაქტი/რეზიუმე უნდა იყოს მაქსიმუმ ერთი გვერდი, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
აბსტრაქტი/რეზიუმე უნდა გამოიგზავნოს ელ.ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge.
კონკურსანტმა წერილის სათაურად უნდა მიუთითოს "ფინანსური ინოვაციების კონკურსი,“ ნაშრომი დაასათაუროს საკუთარი სახელით და გვარით, ხოლო შეტყობინების შინაარსში მიუთითოს სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
აბსტრაქტების/რეზიუმეების მიხედვით შეირჩევა საუკეთესო თემები, რომლებიც გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრება/ნაშრომის წარდგენა.
მესამე ეტაპი:
შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთ აბსტრაქტში/რეზიუმეში აღწერილი ნაშრომი ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20-30 გვერდს.
აბსტრაქტი/რეზიუმე უნდა გამოიგზავნოს ელ.ფოსტაზე internship@nbg.gov.ge – 2026 წლის ივნისის ბოლომდე.
შეფასების კრიტერიუმები
კანდიდატი, რომელიც სტაჟიორად 3 თვეზე მეტი ვადით ინიშნება, „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის და თანამშრომლად მისაღები პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესწავლის წესის“ შესაბამისად ბანკის უფლებამოსილ პირთან გადის გასაუბრებას და ავსებს კითხვარს.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა გამოაგზავნონ:
შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.