ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ. „გივი ბერაშვილი“-თვის (ს/ნ: 20001014588) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი/მ „გივი ბერაშვილი“-ს დაჯარიმება 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარის  ოდენობით.

    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემუშავებული არ აქვს შიდა ინსტრუქცია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (2021 წლის 06 აპრილის შემდგომ მდგომარეობით) შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, ვერ უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების გამოვლენას და ასევე პირების გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ ან/და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში.  რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (წესის 2021 წლის 05 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის №248/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით“ განსაზღვრული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით  ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 3 (სამი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (წესის 2021 წლის 05 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 3 000 (სამი ათასი) ლარი;

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისროს ჯარიმა ჯამში 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარის ოდენობით.