სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 01 თებერვალს. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის ბრძანება №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სადაზღვევო ბროკერმა, გადაზღვევის ბროკერმა, სესხის გამცემმა სუბიექტმა, ადვოკატმა, საადვოკატო ბიურომ, რომელსაც საქმიანობა დაწყებული აქვს ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარუდგინონ აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს“. სესხის გამცემი სუბიექტის მიერ პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა განხორციელდა 2021 წლის 29 იანვარს., შესაბამისად დგინდება, რომ სესხის გამცემი სუბიექტის შპს „ბინობი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204549417) მიერ აღრიცხვის ფორმის წარდგენა მოხდა დაგვიანებით. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 (სამი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ ასეთ ფაქტზე - სულ 6,000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით;
ორგანიზაციაში დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. კერძოდ, მას არ გააჩნია საეჭვო/უჩვეულო და დანაწევრებული/დაკავშირებული ოპერაციების/გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენის შესაძლებლობა, ხოლო სანქციადაკისრებული და პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
სესხის გამცემი სუბიექტს შპს „ბინობი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204549417) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 26,000 (ოცდაექვსი ათასი) ლარის ოდენობით.