სესხის გამცემ სუბიექტ შპს „კრედიტსერვისი“-სთვის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416315062) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ ასეთ ფაქტზე - სულ 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

    სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით არ არის დადგენილი საქმიანობის არსი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

    სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, მაღალი რისკის მატარებელ 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა კლიენტის ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

    ორგანიზაციაში დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

    სესხის გამცემ სუბიექტს შპს „კრედიტსერვისი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416315062) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 21,000 (ოცდაერთი ათასი) ლარის ოდენობით.