განხორციელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს "უნიფეი“-ს (ს/ნ 401953999) დაჯარიმება 2,000 ლარის ოდენობით

    პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 მარტის №43/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 31 ივლისის №196/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის“ შესაბამისად, წარმოდგენილი ანგარიშგებები შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის №87/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ექვემდებარება დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ჯამში 2 000 (ორი ათასი) ლარი.