სოციალური არხები
🇬🇪 🤝 🇰🇿 ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველ რენატ ბექტუროვთან და ასტანას საფინანსო მომსახურების ორგანოს (AFSA) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ყაზახური მხარე საქართველოში Tbilisi Finance Summit • თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების, კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების დინამიკაზე, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებაზე. 🔗 ვრცლად - bit.ly/NBG-AIFC-AFSA-2026
The 2nd edition of the Tbilisi Finance Summit will take place in Georgia on October 27–28, jointly organized by the National Bank of Georgia, the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, and Singapore’s Global Finance & Technology Network (GFTN). This year's theme is "Building Regional Economic Corridors at the Intersection of Policy, Finance and Tech". Global financial sector leaders, investors, and tech industry representatives will discuss - the future of the financial industry, the growing role of artificial intelligence, new perspectives on technological development. #TbilisiFinanceSummit - a premier destination where global vision, innovation, and new opportunities converge! Learn More - https://tbilisifinancesummit.gftn.co/
Tbilisi Finance Summit | https://tbilisifinancesummit.gftn.co
✔️ ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ OECD-ის ფინანსური განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილება გააცნო. წლევანდელი შეხვედრის სადისკუსიო თემა ფინანსური მდგრადობის გაძლიერება იყო. ✔️ ღონისძიების მონაწილეებმა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყნის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ფინანსური განათლების მნიშვნელოვანი პროექტებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ ერთმანეთს ინფორმაციები გაუზიარეს. ✔️ გაიმართა პანელური დისკუსიებიც კვლევებზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავების, მოქალაქეთა ფინანსური ქცევების შესწავლისა და თამაშზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობების შესახებ. ✔️ თავის მხრივ, სებ-ის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ახალკაცმა კონფერენციაზე ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით თამაშის ელემენტებზე დაფუძნებული პროგრამები და სამომავლო გეგმები წარადგინა. ✔️ კონფერენციის ფარგლებში, ასევე შედგა სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე მიქაბაძისა და OECD-ის მომხმარებელთა უფლებების, ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ხელმძღვანელის მაილს ლარბის შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და OECD-ის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. 🌐 ვრცლად - bit.ly/NBG-OECD-2026 Central Bank of Armenia | #NationalBankofGeorgia
🇬🇪 🇹🇷 #İstanbulEconomicForum2026 | ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ სტამბოლის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმმა ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსთა მინისტრები, მაღალი რანგის პოლიტიკის გამტარებლები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები გააერთიანა. ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „ზრდის დაბალანსება სავაჭრო გაურკვევლობის პირობებში: საგარეო და შიდა მოთხოვნის როლი“, რომელზეც გლობალური სავაჭრო გარემოს ცვლილებებისა და მცირე ღია ეკონომიკების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. როგორც სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაზე გლობალური პროცესები გავლენას ახდენს არა მხოლოდ უშუალო სავაჭრო ურთიერთობებით, არამედ საგარეო მოთხოვნის, დაფინანსების პირობების, კაპიტალის ნაკადების, გაცვლითი კურსისა და ინვესტორთა განწყობების არხებით. 🔗 ვრცლად - bit.ly/IEFİstanbulEconomicForum2026
#IMFmeetings #WBGmeetings #NationalBankofGeorgia
მეტის ნახვა