ეროვნული ბანკი ახალი საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში სექტორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად კითხვარს აქვეყნებს
საზედამხედველო სტრატეგიის პირველი დოკუმენტი, რომელიც 3 წლის (2020-2022 წწ.) სტრატეგიულ პრიორიტეტებს ითვალისწინებდა, სებ-მა 2020 წელს შეიმუშავა და გამოაქვეყნა. ეროვნული ბანკი, საზედამხედველო სტრატეგიას ყოველწლიურად ანახლებდა, თუმცა, საზედამხედველო პრიორიტეტები 3 წლის მანძილზე უცვლელი იყო. მომდევნო სამი წლის (2023-2025 წწ.) ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები და შესაბამისი ამოცანები ახალ საზედამხედველო სტრატეგიაში იქნება გათვალისწინებული, რომელზე მუშაობაც ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო.
ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესს ეროვნული ბანკი კერძო და სამოქალაქო სექტორის უფრო მეტი ჩართულობით წარმართავს. სწორედ ამ მიზნით, საბანკო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკი კითხვარს აქვეყნებს და სექტორის წარმომადგენლებს მოსაზრებების წარმოსადგენად იწვევს.
აღსანიშნავია, რომ ახალი საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, 2021 წელს, "ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის" (FSAP) ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება. მისიამ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებისა და დახვეწის კუთხით რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც, როგორც წესი, ეროვნული ბანკის მიმდინარე და სამომავლო საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს და მათი გათვალისწინება ახალ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტშიც აქტიურად მოხდება. მისიის მიერ შედგენილი ანგარიშები გამოქვეყნებულია სსფ-ის და მსოფლიო ბანკის ვებგვერდებზე, თუმცა, ძირითადი რეკომენდაციების ჩამონათვალს აქვეც გთავაზობთ:
ფინანსური სტაბილურობის შეფასება | ანგარიში
ფინანსური სექტორის ზედამხედველობა | ანგარიში
მისიის რეკომენდაციით მნიშვნელოვანია:
ფინანსური უსაფრთხოების ჩარჩო | ანგარიში
მისიის რეკომენდაციებია:
კონკურენცია ფინანსურ სექტორში | ანგარიში
მისიის რეკომენდაციით მნიშვნელოვანია:
კიბერუსაფრთხოების ზედამხედველობა
ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურა | ანგარიში
გთხოვთ, ახალ საზედამხედველო სტრატეგიასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები, კითხვარის მეშვეობით, დააფიქსიროთ 2022 წლის 31 აგვისტომდე. დამატებითი კითხვების ან პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: Supervisorystrategy@nbg.gov.ge.