საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ცენტრალური ბანკია, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. დროის ხაზზე ნაჩვენებია ყველა რელევანტური თარიღი 1918 წლის 28 მაისიდან დღემდე.

28 May
დაისვა საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი
პირველად საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის 28 მაისს დაისვა.

11 July
მიმოქცევაში გავიდა ქართული ბონი
1919 წლის 11 ივლისს, დამფუძნებელი კრების მიერ გამოცემული დეკრეტით, მიმოქცევაში გავიდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი ეროვნული ფულის ერთეული - ბონი. ქართული ბონი დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა.

31 December
მიიღეს კანონი "სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ"
1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი "სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ", რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი გამოიყო. ამ კანონის მიღებით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა საბანკო და ფულად-საკრედიტო მიმართულების მარეგულირებელ ორგანოს.

16 March
აირჩიეს სახელმწიფო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე და მისი პირველი მმართველი
1920 წლის 16 მარტს სახელმწიფო ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ იასონ ლორთქიფანიძე აირჩიეს. 1920 წლის 24 ივლისიდან კი, შეუდგა სახელმწიფო ბანკის მართვას.

24 July
გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო ბანკი
1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი "სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ". საქართველოს სახელმწიფო ბანკი, მთავრობის მიერ კანონის მიღებიდან 7 თვის დაგვიანებით, 1920 წლის 24 ივლისს გაიხსნა.

October
გაიხსნა სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილება
1920 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილება გაიხსნა. "გახსნის დღეს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე შეიტანეს 50 მილიონი მანეთი. ბანკთან დაარსდა გამნაღდებელი და სავალიუტო კომიტეტი. ბათომის განყოფილება თავის მოღვაწეობას ავრცელებს დასავლეთ იმერეთის, აფხაზეთის, სამეგრელოსა და ბათომის ოლქზე".

შეიქმნა თანამედროვე საქართველოს ეროვნული ბანკი
თანამედროვე საქართველოს ეროვნული ბანკი შეიქმნა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა მის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა საკრედიტო სისტემის შემადგენელი ყველა სტრუქტურა, მათ შორის, სახელმწიფო ბანკი, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. თუმცა, პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 - 1921 წლებში ფუნქციონირებდა. ვრცლად იხილეთ

October
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გია თოფურია გახდა
გია თოფურია საქართველოს ეროვნულ ბანკს 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის იანვრამდე ხელმძღვანელობდა.

January
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვაჟა ჯინჯიხაძე გახდა
ვაჟა ჯინჯიხაძე საქართველოს ეროვნულ ბანკს 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა.

April
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ კაკულია გახდა
ნოდარ კაკულია საქართველოს ეროვნულ ბანკს 1992 წლის აპრილიდან 1992 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა.

November
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დემურ დვალიშვილი გახდა
დემურ დვალიშვილი საქართველოს ეროვნულ ბანკს 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა.

October
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი გახდა
ნოდარ ჯავახიშვილი საქართველოს ეროვნულ ბანკს 1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა.

March
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე გახდა
ირაკლი მანაგაძე საქართველოს ეროვნულ ბანკს 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა.

დაარსდა ფულის მუზეუმი
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი 2001 წელს დაარსდა. იგი 1981-1989 წლებში მოქმედი "ბანკის მუზეუმის" ბაზაზე აღმოცენდა.

March
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე გახდა
რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნულ ბანკს 2005 წლის მარტიდან 2007 წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა.

November
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი გახდა
დავით ამაღლობელი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით ასრულებდა.

26 February
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გახდა
გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2009 წლის 26 თებერვალს, 7 წლის ვადით.

15 June
გაიხსნა ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის შენობა
ევროსტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მართვის პროცესს მაღალტექნოლოგიური პროგრამებით ახორციელებს, რომელიც საშუალებას იძლევა ერთიანი სისტემით აკონტროლოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნაღდი ფულის ნიშნების მოძრაობა. ვრცლად იხილეთ

07 July
დამტკიცდა ლარის სიმბოლო
2014 წლის 7 ივლისს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დაამტკიცა, ქართული ფულის, ლარის სიმბოლო. ვრცლად იხილეთ

March
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გახდა
Global Finance-მა კობა გვენეტაძე ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის ზედიზედ ხუთჯერ დაასახელა (2018, 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში). ვრცლად იხილეთ

15 March
განახლებულმა ლარმა საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
2016 წლის 15 მარტს, ბუქარესტში HSP Europe™ - ის კონფერენციაზე ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპისა და დსთ - ს ქვეყნების მასშტაბით საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტის ნომინაციაში "2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტი" ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ ( 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ) გაიმარჯვა. ვრცლად იხილეთ

04 July
2018 წლის "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალში საქართველომ რუსეთი დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის "ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე" (Global Inclusion Awards) რეგიონალური "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში დასახელებული იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო. ვრცლად იხილეთ

15 October
Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო
კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა. ვრცლად იხილეთ

06 June
GITI 2019 - ყველაზე ინოვაციური ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება
ეროვნულმა ბანკმა, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონულ კონფერენციაზე - GITI 2019, "ყველაზე ინოვაციური ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილების" ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს ჯილდო ბანკმა უკვე მეოთხედ მოიპოვა და ამ თვალსაზრისით, ლიდერის პოზიციას იკავებს. ვრცლად იხილეთ

21 October
Global Finance-ის 2019 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო
კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2019 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა. ვრცლად იხილეთ

09 September
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომპანია "მონტრანს" Central Banking - ის ჯილდო გადაეცა
საქართველოს ეროვნულ ბანკს ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking - ის ჯილდო გადაეცა. აღნიშნული ჯილდო ეროვნულმა ბანკმა და კომპანია "მონტრანმა" საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) დანერგვისთვის მიიღო. ვრცლად იხილეთ

18 September
შეიქმნა ფინანსური განათლების ახალი პლატფორმა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - www.FinEdu.gov.ge - შექმნა. ვრცლად იხილეთ

30 September
Global Finance-ის 2020 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო
ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ, Global Finance - მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე 2020 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის ზედიზედ მესამედ დაასახელა. ვრცლად იხილეთ

14 June
Central Banking-ის ჯილდო: წლის საუკეთესო რისკმენეჯერი
საქართველოს ეროვნულ ბანკს, ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking - სგან, წლის საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდო გადაეცა. ვრცლად იხილეთ

14 June
Central Banking-ის ჯილდო: ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკი
საქართველოს ეროვნულ ბანკს, ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking - სგან, ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკის ჯილდო გადაეცა. ვრცლად იხილეთ

17 June
Central Banking-ის ჯილდო: გამარჯვებული საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking - ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა. ვრცლად იხილეთ

12 October
Global Finance-ის 2021 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო
მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემა Global Finance - მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2021 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მეოთხედ დაასახელა. ვრცლად იხილეთ

07 September
Global Finance-ის 2022 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო
მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემა Global Finance - მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2022 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მეხუთედ დაასახელა. ვრცლად იხილეთ

22 June
ნათია თურნავა | ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩია. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ქალი ასრულებს. ვრცლად იხილეთ

07 February
ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა. ვრცლად იხილეთ