კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი

    კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი დანერგილია ბაზელ III-ის ჩარჩოს ფარგლებში და  წარმოადგენს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად მიზანს, შეამციროს ფინანსური სტაბილურობის სისტემური რისკები. უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა.

    კონტრციკლური ბუფერის დაცვა ხდება ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტების მეშვეობით და განისაზღვრება რისკის მიხედვით შეწონილი მთლიანი აქტივების 0%-დან 2.5%-მდე შუალედში. იგი დგინდება ყოველკვარტალურად და ცვლილების შემთხვევაში ხდება კონტრციკლური ბუფერის 0.25 პროცენტული პუნქტით ან მისი ჯერადით შეცვლა. განაკვეთის ზრდის შემთხვევაში, კაპიტალის მოთხოვნის დაცვა უნდა მოხდეს 1 წლის ვადაში, ხოლო შემცირების შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.


    კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის დადგენისას გაითვალისწინება ისეთი ფაქტორების ანალიზი, როგორებიცაა სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის და მისი გრძელვადიანი ტრენდიდან გადახრის შესაბამისი ინდიკატორები, საკრედიტო ტენდენციები, ფინანსური სექტორის ციკლური პოზიციის სხვა მაჩვენებლები, ქვეყნის შიდა და საგარეო მაკროფინანსური გარემოს მახასიათებლები და სხვა.

    Countercyclical Capital Buffer
    Date
    Change
    Percentage Points
    New Rate (%)