საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

    2007 წლიდან, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე, საგადასახდელო ბალანსის შედგენის პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეკისრა.

    საქართველოს საგადასახდელო ბალანსი, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია და საგარეო ვალი დგება კვარტალური და წლიური პერიოდულობით და მას ეროვნული ბანკი გამოსცემს ყოველწლიურად. დოკუმენტები არ მოიცავს ინფორმაციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული საგარეო ეკონომიკური ოპერაციების შესახებ, რადგან აღნიშნული რეგიონები მიმდინარე ეტაპზე არ არის საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ.


    საქართველოს საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისა და საგარეო ვალის გადახედვა რეგულარულად წარმოებს და შეიძლება შეეხოს ნებისმიერ პერიოდს

    Select year