ფასს 9 - მაკროეკონომიკური სცენარები

    ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებისთვის, ეროვნული ბანკი 2018 წლიდან ფასს 9 მიზნებისთვის რეგულარულად (წელიწადში ორჯერ) აქვეყნებს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს საპროგნოზო და რისკ სცენარებს. კერძოდ,  სცენარები აღწერს საშუალოვადიან პერიოდს (3 წელი) და მოიცავს საბაზო და ალტერნატიულ რისკ-სცენარებს. თითოეული სცენარი მოიცავს ძირითადი მაკრო-ფინანსური ცვლადების შესახებ საპროგნოზო დინამიკას, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასებისას. ასევე, ყველა ცვლადის რაოდენობრივად ჩართვა საკრედიტო ზარალის შეფასების მოდელში სავალდებულო არ არის.

     

    რისკ სცენარების მიზანია ფასს 9-ის მიხედვით მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისთვის საპროგნოზო მაკროეკონომიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდა. წარმოდგენილი ანალიზი ხელს შეუწყობს ფინანსური ანგარიშგების პროცესში საჭირო მაკროეკონომიკური დაშვებების სწორად ფორმულირებას და ექსპერტული შეხედულებების ჩამოყალიბებას.

     

    წარმოდგენილი მაკროეკონომიკური სცენარები სარეკომენდაციო ხასიათისაა.  ფინანსურ ინსტიტუტს შეუძლია, თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე, დაამატოს ალტერნატიული სცენარი და/ან შეცვალოს იგი. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, საჭიროა, რომ ფინანსურ ინსტიტუტს გააზრებული ჰქონდეს სცენარების ადეკვატურობა და თითოეული სცენარის ფარგლებში სხვადასხვა მაკროეკონომიკური ცვლადების ურთიერთშესაბამისი დამოკიდებულება. ფინანსურმა ინსტიტუტმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეძლოს დაასაბუთოს სცენარებში შეტანილი ცვლილებების ან მის მიერ წარმოდგენილი ახალი სცენარების ლოგიკურობა.

    Year