საქართველოს გადახდების ეკოსისტემა

საგადახდო სისტემები, საგადახდო არხები, საგადახდო ინსტრუმენტები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, ფინტექ კომპანიები და მომხმარებლები ქმნიან საქართველოს გადახდების ეკოსისტემას, რომელიც მუშაობს საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების მიხედვით და უზრუნველყოფს  ეკონომიკაში ფულადი სახსრების მიმოქცევას.

1997Year

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის დაიწყო ელექტრონული ანგარიშსწორება. დაინერგა ერთიანი ფორმატები და სტანდარტები.

1997Year

კომერციული ბანკები გაწევრიანდნენ SWIFT-ში.

1997Year

დაარსდა პირველი კერძო კომპანია - საბარათე საპროცესინგო ცენტრი სს "ჯორჯიან ქარდი".

1997Year

გამოვიდა პირველი ლოკალური საგადახდო ბარათი.

1998Year

გამოვიდა პირველი საერთაშორისო VISA ბარათი.

1999Year

გამოშვიდა პირველი საერთაშორისო Mastercard ბარათი.

2000Year

დაინერგა პირველი ბანკი-კლიენტის პროგრამული უზრუნველყოფა.

2001Year

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (სავალუტო ფონდისა და USAD-ის) მხარდაჭერით განხორციელდა პირველი ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემის (დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის) დანერგვა.

2001Year

დაარსდა საბარათე საპროცესინგო ცენტრი სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია".

2001Year

დაინერგა პირველი SMS-ზე დაფუძნებული დისტანციური მომსახურება.

2002Year

დაინერგა პირველი ინტერნეტ-ბანკი.

2003Year

RTGS სისტემის მონაწილეთა (ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს) შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული სახით.

2004Year

ეტაპობრივად დაიწყო ყველა სოციალური დახმარების (პენსიები, დევნილთა დახმარებები და სხვა) და საჯარო მოხელეების ხელფასების გაცემა საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებების არხების საშუალებით. ბანკებმა აღნიშნული დახმარებების/ხელფასების გაცემის მიზნით, მომხმარებლებს დაუმზადეს საგადახდო ბარათი, რის შედეგადაც მათ აღარ სჭირდებათ კონკრეტული მომსახურების ცენტრში მისვლა, არამედ შეუძლიათ თავანთი თანხა გამოიტანონ ბანკომატიდან (სერვის ცენტრიდან) ან განახორციელონ გადახდა ბარათის მომსახურების ნებისმიერ ობიექტში. აღნიშნულმა ფაქტმა დიდად შეუწყო ხელი უნაღდო გადახდების, კერძოდ საბარათე გადახდების განვითარებას.

2005Year

დაინერგა სატელეფონი დისტანციური მომსახურების სერვისი.

2007Year

April

ამ წლის აპრილიდან ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური RTGS სისტემაში ჩაერთო როგორც პირდაპირი მონაწილე.

2008Year

დაინერგა პირველი მობილური აპლიკაცია.

2009Year

 გამოვიდა პირველი უკონტაქტო ბარათი.

2010Year

17 March

შემოღებულ იქნა ანგარიშების IBAN ფორმატი.

2010Year

03 December

ექსპლუატაციაში შევიდა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) ახალი სისტემა, რომელმაც ჩაანაცვლა 9 წლის წინ დანერგილი სისტემა. ახალი სისტემის დანერგვის პროცესი მიმდინარეობდა მსოფლიო ბანკისა და USAID-ის მხარდაჭერით. წინა სისტემასთან შედარებით მონაწილეებისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გადარიცხვების დამუშავების პროცესი, ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტები, უსაფრთხოება და რეპორტინგი. დაინერგა შეტყობინებების დამუშავების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდები. მთლიანად საგადახდო სისტემაში გაუმჯობესდა სისტემური რისკებისა და საოპერაციო დღის მართვა. ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სისტემის წარმადობა გადარიცხვების დამუშავების კუთხით.

 
2010Year

17 December

დაინერგა სახელმწიფო ფასიანი ქაღლდების ანგარიშსწორების პირველი სისტემა (CSD სისტემა), რომელიც მჭიდროდ იყო ინტეგრირებული RTGS სისტემასთან. რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფდა ფასიანი ქაღლდების და ფულადი სახსრების ერთდროულ ანგარიშსწორებას (DvP), ხოლო მეორე მხრივ RTGS სისტემისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას.

2012Year

მიღებულ იქნა პირველი კანონი "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ", რომელიც შემუშავდა 4 ევროდირექტივის (ანგარიშსწორების საბოლოობის, საგადახდო მომსახურების, ელექტრონული ფულის და ფინანსური გირაოს დირექტივების) საფუძველზე.

2012Year

საქართველოს ეროვნულ ბანკში განხორციელდა პირველი არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია.

2012Year

October

მიღებულ იქნა „საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესი“.

2013Year

February

დარეგისტრირდა პირველი საგადახდო სისტემის ოპერატორი.

2015Year

მიღებულ იქნა „გადახდის ოპერაციის შესრულების წესი“, რომელმაც მოაწესრიგა ლარით და უცხოური ვალუტით საკრედიტო საგადახდო დავალებისა და საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციების შესრულების საკითხები.

2016Year

მიღებულ იქნა "საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი".

2018Year

განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის RTGS სისტემის პირველი თვითშეფასება CPMI-IOSCO-ს ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის პრინციპების საფუძველზე.

2020Year

September

მიღებული იქნა „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი“, რამაც გააუმჯობესა საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო მომსახურების მომხმარებლების დაცულობა. 

2022Year

October

საქართველოს საგადახდო მომსახურების შესახებ კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვიდა ევროკავშირის შესაბამის დირექტივასთან, კერძოდ PSD2-თან.

2022Year

საფუძველი ჩაეყარა ღია ბანკინგის ეკოსისტემის დანერგვას საქართველოში, ამოქმედდა „კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტების შესახებ დებულება“

2023Year

November

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ზედამხედველობის (ოვერსაიტის) წესით“ მოხდა CPMI-IOSCO-ს ფინანსური ბაზრის ინფრასტურქტურის პრინციპების იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში. 

2023Year

November

განისაზღვრა მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიები და მნიშვნელოვანი სისტემის შესაბამის ქვეკატეგორიად განსაზღვრის კრიტერიუმები.

2023Year

RTGS სისტემის მონაწილე გახდა პირველი ციფრული ბანკი.

2023Year

December

ამოქმედდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია, რომელიც წარმოადგენს საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული დავების განხილვის ალტერნატიულ მექანიზმს და არის დამოუკიდებელი ორგანო. ის უსასყიდლოდ განიხილავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის დავებს.

2024Year

April

საქართველოს ეროვნული ბანკის RTGS სისტემას მიენიჭა სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი, ხოლო სს „ჯორჯიან ქარდის“, სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის“ საგადახდო სისტემებს, სს „ლიბერთი ბანკის“ საბარათე საგადახდო სისტემას და სს „თიბისი ბანკისა“ და სს „საქართველოს ბანკის“ შიდა საგადახდო სისტემებს გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი.

2025Year

RTGS სისტემის მონაწილე გახდა პირველი მიკრობანკი.

2026Year

May

წარმატებით დასრულდა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის განახლება.