1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან

🇬🇪 ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად ეროვნულმა ბანკმა 10 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა. მონეტების დიზაინი სებ-მა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. თავად მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა. ოქროს მონეტები 3 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 3 250 ლარს შეადგენს. ვერცხლის მონეტები კი, 10 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 300 ლარია. მონეტების რეალიზაცია 2026 წლის 13 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ისე ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით - https://moneymuseum.nbg.gov.ge/sales-catalog ვრცლად - https://bit.ly/ქრისტიანობა1700