Deposits Exceed GEL 2.4 billion in Commercial Banks
24 July, 2007
2007 წლის ივნისის ბოლოს, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობა (ბანკთაშორისი და მთავრობის დეპოზიტების გარეშე) მკვეთრად, 842 მლნ ლარით (54 პროცენტით) გაიზარდა და 2.4 მლრდ ლარს მიაღწია.
საანალიზო პერიოდში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მოცულობამ 52 პროცენტით მოიმატა და 795 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტებისამ 65 პროცენტით და 959 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
2007 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 0.4 პუნქტით მოიმატა და 66.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება მხოლოდ ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების მოცულობას, 2007 წლის მაისის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ეროვნულ ვალუტაში 170 პროცენტით გაიზარდა და 89 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 41 პროცენტით და 817 მლნ ლარს მიაღწია.
კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მოცულობის მატება ძირითადად განაპირობა ლარისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებამ და მიმდინარე ანგარიშების მოცულობის ზრდამ.