Baku-Tbilisi-Karsi Railway Line to be Featured on Commemorative Coin

Baku-Tbilisi-Karsi Railway Line to be Featured on Commemorative Coin

03 August, 2007
  საქართველოს ეროვნული ბანკის სამახსოვრო მონეტების თემატიკის განსაზღვრისა და დიზაინის შერჩევის კომისიის გადაწყვეტილებით,  დამზადდება ახალი სამახსოვრო მონეტა, რომელიც ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო გადასასვლელის ამოქმედებას მიეძღვნება.   ახალ სამახსოვრო მონეტის დამზადების დეტალების შესათანხმებლად აგვისტოს მეორე ნახევარში თურქეთში სამმხრივი (ქართულ–აზერბაიჯანულ–თურქეული) შეხვედრის გამართვაა დაგეგმილი, რომლის მუშაობაშიც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ შეხვედრაზე დადგინდება სამახსოვრო მონეტის მახასიათებლები.   ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებისადმი მიძღვნილი ახალი სამახსოვრო მონეტა საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ერთობლივად შევა მიმოქცევაში აღნიშნული სატრანსპორტო პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ქართული, აზერბაიჯანული და თურქული მონეტების რევერსის დიზაინი იდენტური იქნება, ავერსზე კი გამოისახება სამი ქვეყნის ეროვნული ფულის ნიშანი – მანათი, ლარი და ლირა.