Available only in Georgian

Available only in Georgian

12 April, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) „საქართველოში კორპორაციული მართვის პროექტის“ პრეზენტაციაში.   თავის გამოსვლაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, მისი პრინციპები კი აქტუალურია საქართველოს საბანკო სისტემისათვის. „მიხარია, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ეს აუცილებლობა დაინახა და მიზანმიმართული პროექტი შეიმუშავა. საქართველოს საბანკო სისტემაში კორპორაციული მართვის სისტემის მეთოდების დანერგვის დონე დამაიმედებელია. თუმცა საჭიროა მისი სრულყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი რეალიების გათვალისწინებით“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ჯანსაღი კორპორაციული მმართველობა გულისხმობს ბანკის აქციონერების, მენეჯმენტისა და კლიენტების ინტერესების დაცვას. „ქართული ბანკების დიდი ნაწილის აქციებს უცხოელი ინვესტორები ფლობენ, რომლებიც საბანკო სექტორში კორპორაციული სისტემის თანამედროვე ელემენტებს ნერგავენ. კომერციული ბანკების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესი ბანკებში კორპორაციული მმართველობის ხარისხსა და საბანკო სისტემისადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო გაზრდის“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 27 სახელმწიფოში ჩაატარა გამოკვლევა, რომლის თანახმადაც საქართველო, საბანკო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველ ადგილზეა, ხოლო სხვა გამოკვლეულ სახელმწიფიებთან შედარებით ერთ-ერთი ლიდერია.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას საქართველოში კორპორაციული მართვის პროექტის განხორციელებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოს ბიზნესს კორპორაციული მართვის დასავლური პრინციპების დანერგვაშიდაეხმარება.