Available only in Georgian

Available only in Georgian

12 June, 2006
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) მმართველები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია. შეხვედრას საქართველოს მხრიდან BSTDB-ის მმართველი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძეც ესწრებოდა.   აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო შავი და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, რეგიონში განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი პროექტების გლობალურ მნიშვნელობას. მათ შორის, საუბრისას აღინიშნა ის პროექტებიც, რომლებშიც საქართველო არის ჩართული და მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას.   11-12 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) მმართველთა საბჭოს რიგით მერვე წლიური სხდომა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების „ბიზნესდღე“ გაიმართა.