Available only in Georgian

Available only in Georgian

22 March, 2007
22 მარტს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე – „სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება კომპანია „Oracle”-ს ბაზაზე. პრეზენტაციას წარუძღვნენ  კომპანია  „Oracle”-ის წარმომადგენლები.   პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები.   პრეზენტაციაზე კომპანია „Oracle”-ს წარმომადგენლებმა  მათ მიერ შემუშავებული  ტრანზაქციების ზუსტი და სწრაფი ეკონომიკური დამუშავების სისტემა წარმოადგინეს, რომელიც დანერგილია მრავალ ქვეყანაში.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ღლონტის განცხადებით, „საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობს საბანკო სისტემის ავტომატიზაციის ახალი პროგრამის დანერგვაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს როგორც ბანკის, ასევე საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ მოთხოვნებს. კომპანია  „Oracle”-ს აღნიშნული სისტემების წარმოების დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაცნობა ჩვენთვის საინტერესოა“.   საქართველოს ეროვნულ ბანკში მომავალშიც იგეგმება ანალოგიური  პრეზენტაციების გამართვა.