რუსთავი2: ეროვნული ბანკი საკუთარი ანგარიშის შესწავლას დეპუტატებისგან მოითხოვს
ლარის გაუფასურების გამო პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემსწავლელი ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად კონსულტაციებს იწყებს.
თავის მხრივ გიორგი ქადაგიძის უწყება პასუხს პარლამენტისგან ითხოვს.
ეროვნული ბაკის პრესპიკერი, კახა ბარაბაძე, აცხადებს, რომ ქვეყნის ერთერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.
ოპოზიცია კი ლარის კურსის ვარდნის გამო მთელ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. ექსპერტებს კი ეროვნული ვალუტის კურსის რყევის გამო მხოლოდ ცალკეული უწყებების გაკრიტიკება მიუღებლად მიაჩნიათ.