ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ დღეს "საქმიანი დილის" ეთერში ვრცლად ისაუბრა COVID-19 - თან დაკავშირებით ეროვნული ბანკის საზედამხედველო გეგმაზე.
შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, #კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია სსფ - ის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან.
აღნიშნული გეგმის თანახმად, კომერციულ ბანკებს კაპიტალის მოთხოვნები შეუმსუბუქდებათ. შედეგად, საბანკო სექტორს 1.6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალი გამოუთავისუფლდება, რაც შეიძლება მიიმართოს პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად.
🌐 - bit.ly/საზედამხედველო-გეგმა
#ნუაყვებიპანიკას #დარჩიშინ #NationalBankofGeorgia #COVID19 #StopCoV
✓ ჩვენი ვებგვერდი: https://www.NBG.ge
✓ გვიპოვნეთ სოციალურ მედიაში:
Facebook - https://www.fb.com/NationalBankofGeorgia/
Instagram - https://www.instagram.com/nationalbankofgeorgia/
LinkedIn - https://www.linkedin.com/company/nationalbankofgeorgia/
✓ ცხელი ხაზი: (+995 32) 2 406 406
✓ ელ. ფოსტა: info@nbg.ge