#ხელბურთი2026 | ახალი საკოლექციო მონეტა

ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობისადმი მიძღვნილი 1 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.