🇬🇪 #TbilisiFS2026 | „საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა, რეგიონული პარტნიორობა და თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურა, რათა შუა დერეფნის გასწვრივ ფინანსური ბაზრების დაკავშირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს“, - ნინო ჯელაძე.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „გადახდები საზღვრებს გარეშე: ფინანსური მომსახურების განვითარება რეგიონში“ მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარება, ტრანსსასაზღვრო ფინანსური მომსახურების გაუმჯობესება და რეგიონში ფინანსური ბაზრების დაკავშირების შესაძლებლობები.
ნინო ჯელაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობა, გადახდების სისტემების მოდერნიზება და მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ფინანსურ ტექნოლოგიურ კომპანიებს ექნებათ საჭირო ინფრასტრუქტურა, ხოლო საერთაშორისო ინვესტორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს - ნდობა გამჭვირვალე, უსაფრთხო და პროგნოზირებადი მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართ“, - აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
🌐 ვრცლად - bit.ly/TbilisiFS-PaymentsWithoutBorders
#TbilisiFS #TbilisiFinanceSummit #GFTN #NBG #NationalBankofGeorgia
🇬🇪 #TbilisiFS2026 | „ჩვენი მიზანია, ფინანსური ინოვაციების განვითარებასთან ერთად შევქმნათ უფრო ეფექტიანი და ურთიერთთავსებადი საგადახდო გარემო“, - ნათია თურნავა.
„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიაში - „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
განხილვის მთავარი თემები გლობალური შოკების პირობებში მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ციფრული ფინანსების განვითარება და რეგიონული ფინანსური ინტეგრაციის გაღრმავება იყო.
პანელურ დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ყაზახეთისა და ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
🌐 ვრცლად - bit.ly/The-Policy-Dialogue
#TbilisiFS #TbilisiFinanceSummit #GFTN #NBG #NationalBankofGeorgia
🇬🇪 #TbilisiFS2026 | ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ Tbilisi Finance Summit • თბილისის ფინანსური სამიტი-ზე საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
დისკუსიის მთავარი თემები საქართველოს საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობა, საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობები, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და საბანკო სექტორისა და მარეგულირებლის თანამშრომლობა იყო.
პანელზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საბანკო სექტორის რეგიონული გაფართოების შესაძლებლობებსა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და საბანკო სექტორზე მისი გავლენა იყო.
ეკატერინე მიქაბაძის თქმით, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კიბერუსაფრთხოებას, მონაცემთა დაცვასა და ოპერაციულ მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლიან ინოვაციებს და შევქმნათ ისეთი მარეგულირებელი გარემო, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს ისე, რომ შენარჩუნებული იყოს ფინანსური სტაბილურობა და მომხმარებელთა ნდობა“, - აღნიშნა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
🌐 ვრცლად - bit.ly/TbilisiFS-Banking-Dialogue
#TbilisiFS #TbilisiFinanceSummit #GFTN #NBG #NationalBankofGeorgia
🇬🇪 #TbilisiFS2026 | Tbilisi Finance Summit • თბილისის ფინანსური სამიტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს მეორედ ტარდება და მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს.
ღონისძიება სინგაპურის გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) აღმასრულებელმა დირექტორმა სოპნენდუ მოჰანტიმ გახსნა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მიმართეს.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები იმსჯელებენ ცენტრალური ბანკების პრიორიტეტებზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, ციფრულ აქტივებზე, გადახდების მომავალზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოებაზე.
#TbilisiFS #TbilisiFinanceSummit #GFTN #NBG #NationalBankofGeorgia
🇬🇪 🤝 🇰🇿 ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველ რენატ ბექტუროვთან და ასტანას საფინანსო მომსახურების ორგანოს (AFSA) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ყაზახური მხარე საქართველოში Tbilisi Finance Summit • თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების, კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების დინამიკაზე, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებაზე.
🔗 ვრცლად - bit.ly/NBG-AIFC-AFSA-2026
🇬🇪 #TbilisiFS2026 | „ეს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგია“, - ნათია თურნავა.
Tbilisi Finance Summit • თბილისის ფინანსური სამიტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს მეორედ ტარდება და მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს.
🌐 ვრცლად - bit.ly/TbilisiFS-Opening-Address