Tendency About Express Money Transfers from abroad in 2008

Tendency About Express Money Transfers from abroad in 2008

22 February, 2008

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება კვლავ გრძელდებოდა. მისმა მოცულობამ ერთ თვეში 62.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.7 მლნ აშშ დოლარით (20.7 პროცენტით) აღემატება გასული წლის იანვრის განმავლობაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობა 10.1 მლნ აშშ დოლარით (14.0 პროცენტით) ნაკლებია 2007 წლის ანალოგიურ საშუალოთვიურ მაჩვენებელზე. აღნიშნული გამოიწვია ფულადი გზავნილების შემოსვლის დინამიკამ ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ და რუსეთი. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით, აშშ–დან ფულადი ნაკადები 1.1 მლნ აშშ დოლარით (17.2 პროცენტით) შემცირდა, ხოლო ამ ქვეყნის ხვედრითმა წილმა ფულადი გზავნილების საერთო მოცულობაში – 12.2–დან 8.4 პროცენტამდე იკლო. იანვარში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 0.7 მლნ ლარით (2.1 პროცენტით) გაიზარდა, თუმცა ამ ქვეყნის წილი ფულადი გზავნილების საერთო მოცულობაში 68.6 პროცენტიდან 58.0 პროცენტამდე შემცირდა. 

მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინიდან (0.6 მლნ აშშ დოლარით, ანუ 1.5–ჯერ), ესპანეთიდან (შესაბამისად, 2.0 მლნ აშშ დოლარით, ანუ 2.7–ჯერ), იტალიიდან (7.3 მლნ აშშ დოლარით, ანუ 30.2–ჯერ).

საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით უმსხვილესი დონორი ქვეყნების ხუთეული, რომელთა წილად მოდის საერთო გზავნილების 86.7 პროცენტი, შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  ფულადი გზავნილების მოცულობა
2008 წლის იანვარში, მლნ აშშ დოლარი

 ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

2007 წლის იანვარი    2008 წლის იანვარი

 სულ   62.1

 

100.0                                           100.0
 რუსეთი   36.0  68.6                                            58.0
 იტალია   7.5  0.5                                              12.1
 აშშ   5.2  12.2                                            8.4
 ესპანეთი   3.1  2.2                                              5.0
 უკრაინა   2.0  2.6                                              3.2

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 9.1 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა, ანუ 4.2 მლნ აშშ დოლარით (1.8–ჯერ) მეტი, ვიდრე 2007 წლის იანვარში. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოდან რუსეთში (4.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 2.6 მლნ აშშ დოლარით მეტი), უკრაინაში (1.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 0.6 მლნ აშშ დოლარით მეტი), ყაზახეთში (526 ათასი აშშ დოლარი, ანუ 461 ათასი აშშ დოლარით მეტი).

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, რუბრიკაში “სტატისტიკა”.

საკონტაქტო პირი:

გიორგი კალანდაძე,

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

ტელ.:(995 32) 442 488

ელ. ფოსტა: prd@nbg.gov.ge