Presentation at the National Bank of Georgia on the topic: Impact of Russian Ban on Georgian Economy

Presentation at the National Bank of Georgia on the topic: Impact of Russian Ban on Georgian Economy

01 August, 2007
1 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა „რუსეთის სანქციების გავლენა საქარველოს ეკონომიკაზე“ კვლევის პრეზენტაცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) ჩაატარა.   კვლევა დააფინანსა გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპართამენტმა (DFID). მას ცხრა თვის განმავლობაში აწარმოებდნენ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ჯერ რიჩარდ ბეილოკის, შემდეგ კი სკოლის დირექტორის ერიკ ლივნის ხელმძღვანელობით.   კვლევისას გამოყენებული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის, სტატისტიკის დეპარტამენტის და საბაჟო დეპარტამენტის მასალები, და ასევე ემპირიული გამოკვლევები და ინტერვიუები ქართული საექსპორტო საქონლის მწარმოებლებთან. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობის, ქართული კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოში  აკრედიტირებული საელჩოების და ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.   პრეზენტაცია გახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ამაღლობელმა. მისასალმებელ სიტყვაში მან ხაზი გაუსვა განსახილველი თემის მნიშვნელობა და აქტუალობას. აღინიშნა, რომ 6 ივლისის შემდეგ, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ, ეს პირველი ერთობლივი ღონისძიებაა. შემდგომ სიტყვა გადაეცა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორს ერიკ ლივნის. მან და პროგრამის კოორდინატორმა კარინა ტოროსიანმა დამსწრე საზოგადოებას თეზისურად გააცნეს კვლევის შედეგები, რომელიც ვრცლად სკოლის ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული.