Available only in Georgian

Available only in Georgian

19 December, 2007
17 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში სემინარებს გამართავს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის (Hebrew University) პროფესორი მაიკლ ბინსტოკი. სემინარები მაკროეკონომიკურ კვლევებში ეკონომეტრიკული მოდელების გამოყენების პრაქტიკას მიეძღვნება. განხილული იქნება უცხოეთის ცენტრალური ბანკების მაკროეკონომიკური მოდელები.   სემინარის უსასყიდლოდ გამართვის  ინიციატივა თავად პროფესორ მაიკლ ბინსტოკს ეკუთვნის. იგი იერუსალიმის ებრაულ  უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს მაკროეკონომიკასა და ეკონომეტრიკაში, არის მრავალი პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი. 2007 წელს მაიკლ ბინსტოკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის სკოლაში ასწავლიდა.   სემინარი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის კარგი მაგალითია. სემინარი ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში მოდელირების მიმდინარე პროცესების დახვეწას.