Available only in Georgian

Available only in Georgian

29 March, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ შვედი და ესტონელი ბიზნესმენების ჯგუფი მიიღო, რომლებიც საქართველოში  ადგილობრივი ბიზნეს–გარემოს შესწავლისა და შედგომი ინვესტიციების განხორციელების მიზნით არიან ჩამოსულნი.   დელეგაციის შემადგენლობაშია  ესტონეთის ფინანსთა მინისტრი 1992–94 წლებში  მადის იურიკე, რომელიც  ამჟამად  ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის მარტ ლაარის კაბინეტის წევრი იყო.     საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ უცხოელ სტუმრებს საქართველოს საბანკო–საფინანსო სისტემის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ ამ სფეროში 2007 წელს მოსალოდნელია დიდი ოდენობით ინვესტიციების შემოდინება.   რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ ქვეყანასთან თანამშრომლობას, როგორიც ესტონეთია. „ბოლო პერიოდში საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებამ ბიძგი მისცა პარტნიორობის გაღრმავებას ეკონომიკურ სფეროში. ჩვენ მივესალმებით ყველა ბიზნეს–წამოწყებას, რომელიც დაახლოვებს და გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე დაწყებულ თანამშრომლობის პროცესს,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.