Available only in Georgian

Available only in Georgian

16 April, 2007
საქართველოს ეროვნულმა  ბანკმა 200 ლარის ნომინალის ბანკნოტი 16 აპრილიდან გაუშვა მიმოქცევაში. ბანკნოტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაცული ფულის ნიშანია მსოფლიოში, უმსხვილეს გერმანულ კომპანიაში „გიზეკე უნდ დევრიენტში“ დამზადდა. 200-ლარიანზე დატანილია ფულის დამცავი ნიშნების რამდენიმე ექსკლუზიური ტექნოლოგიური სიახლე, რაც დღეისათვის მას მსოფლიოში გამორჩეულ  ბანკნოტად აქცევს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განცხადებით, „მისი შემოღება განპირობებულია საქართველოს ეკონომიკის ზრდით, ეროვნული ვალუტის სტაბილურობითა და ქვეყანაში სულ უფრო მზარდი უცხოური ინვესტიციებით.  ეროვნული ვალუტისადმი ნდობის განმტკიცება განაპირობებს ლარის მიმოქცევის არეალის გაფართოებას, დოლარიზაციის შემცირებასა და ლარზე მოთხოვნის ზრდას, როგორც მიმოქცევისა და გადახდის, ასევე დაგროვების მიზნით.“     200-ლარიანი ბანკნოტის შემოღებით საქართველოს ეროვნული ბანკი ფულის ბეჭდვის ხარჯების ეკონომიასაც მოახდენს.