Available only in Georgian

Available only in Georgian

30 April, 2007
საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ინსტრუმენტის – პლასტიკური ბარათების რაოდენობამ, 2007 წლის პირველი კვარტალის ბოლოსათვის, 1 მლნ ერთეულს გადააჭარბა, რაც 2006 წლის 31 დეკემბრის ანალოგიურ მონაცემს 163 ათასით აღემატება.  2006 წლის ბოლოს ქვეყანაში მიმოქცევაში იყო 922 ათასი პლასტიკური ბარათი. საქართველოს პლასტიკური ბარათების ბაზარზე 2007 წლის I კვარტალში ქვეყნის შიგნით 406 მლნ ლარის მოცულობის 2.9 მლნ ოპერაცია განხორციელდა. მათ შორის  VISA პლასტიკური ბარათებით 335.4 მლნ ლარის ოდენობის 2.6 მლნ ოპერაცია შესრულდა, EC/MC-ით (ევროქარდ-მასტერქარდი) – 65.2 მლნ ლარის მოცულობის 255 ათასი და G/C-ის (ჯეორჯიან ქარდის) გამოყენებით – 5.4 მლნ ლარის მოცულობის 19  ათასი ოპერაცია. საქართველოში ემიტირებული პლასტიკური ბარათებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოებულია 29 მლნ ლარის მოცულობის 54 ათასი ოპერაცია, მათ შორის, VISA პლასტიკური ბარათებით – 23.5 მლნ ლარის 47 ათასი ოპერაცია, EC/MC-ის მეშვეობით 5.5 მლნ ლარის ოდენობის 7 ათასი ოპერაცია.საანალიზო პერიოდში, უცხოეთში გამოშვებული პლასტიკური ბარათებით საქართველოში განხორციელდა 37 მლნ ლარის მოცულობის 108 ათასი ოპერაცია. მათ შორის, VISA პლასტიკური ბარათებით შესრულებულია 28 მლნ ლარის 90 ათასი ოპერაცია, ხოლო EC/MC-ით 9 მლნ ლარის 18 ათასი ოპერაცია.