2007 წლის პირველ კვარტალში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების („ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“, „ანელიკი“, „კავკასუს ექსპრესი“ და სხვ.) საშუალებით 164 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეს მონაცემი 2006 წლის ანალოგიური პერიოდის, კერძოდ, 2006 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს 62 მლნ აშშ დოლარით (61 პროცენტით) აღემატება.
მიმდინარე წლის მარტში საბანკო არხებით უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობამ 61 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 25 მლნ აშშ დოლარით (66 პროცენტით) მეტია.
ფულადი გზავნილების გეოგრაფიის მიხედვით, 2007 წლის იანვარ-მარტში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი – 104 მლნ აშშ დოლარი (63 პროცენტი) რუსეთის ფედერაციიდან, 24 მლნ აშშ დოლარი (14.9 პროცენტი) ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 5 მლნ აშშ დოლარი (3 პროცენტი) საბერძნეთიდან, 4.6 მლნ აშშ დოლარი (2.8 პროცენტი) უკრაინიდან, 4.4 მლნ აშშ დოლარი (2.7 პროცენტი) ესპანეთიდან და 4 მლნ აშშ დოლარი (2.4 პროცენტი) თურქეთიდან გადმოირიცხა.
2006 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდში 39 მლნ აშშ დოლარით (59 პროცენტით) გაიზარდა რუსეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების ოდენობა.
2007 წლის იანვარ-მარტში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებით საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულია 18 მლნ აშშ დოლარი, რაც 11 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2006 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი – 7.7 მლნ აშშ დოლარი (43 პროცენტი) რუსეთზე მოდის, მეორე პოზიციაზეა უკრაინა, სადაც 2.3 მლნ აშშ დოლარი (12.8 პროცენტი) გადაიგზავნა, შემდეგ ადგილებზეა: თურქეთი – 1 მლნ აშშ დოლარით (5.7 პროცენტი), აზერბაიჯანი – 0.9 მლნ აშშ დოლარისა (5.1 პროცენტი) და გერმანია 0.6 მლნ აშშ დოლარის (3.5 პროცენტი) გზავნილებით.