2007 წლის პირველი კვარტალის ბოლოს, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობა (ბანკთაშორისი და მთავრობის დეპოზიტების გარეშე) მკვეთრად, 618 მლნ ლარით (48 პროცენტით) გაიზარდა და 1.9 მლრდ ლარს აღემატება. საანალიზო პერიოდში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მოცულობამ 60 პროცენტით მოიმატა და 603.4 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტით დენომინირებული დეპოზიტებისამ 54 პროცენტით და 770 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2007 წლის მარტში, სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 2.4 პუნქტით შემცირდა და 68.4 პროცენტი შეადგინა. მაშინ, როცა 2006 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 70.8 პროცენტი იყო. რაც შეხება მხოლოდ ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების მოცულობას, 2007 წლის პირველი კვარტალის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ეროვნულ ვალუტაში 137 პროცენტით გაიზარდა და 63 მლნ ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 35 პროცენტით მოიმატა და 751.4 მლნ ლარი შეადგინა.
კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მოცულობის ზრდა ძირითადად განაპირობა ლარისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებამ და მიმდინარე ანგარიშების მოცულობის მატებამ.