Available only in Georgian

Available only in Georgian

11 May, 2007
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 11 მაისს გაიმართა შუა აზიის, ბალკანეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის ტრადიციული შეხვედრა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე.   შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: „კრიზისების თავიდან აცილება. ბანკებზე კონტროლი და ცენტრალური ბანკის როლი“, „რეზერვების მართვა შვეიცარიის ცენტრალური ბანკის მაგალითზე“.   შუა აზიის, ბალკანეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის წევრები არიან: საქართველო, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ყაზახეთი, მაკედონია, მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, სომხეთი, საბერძნეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უკრაინა, ისრაელი.