2007 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბანკო სისტემის სტატისტიკური მაჩვენებლები კვლავინდებურად სწრაფი ტემპით გაიზარდა.
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები გაიზარდა 68.7 პროცენტით და 5.3 მილიარდი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებლი 3.2 მილიარდი იყო);
სააქციო კაპიტალმა მოიმატა 99.6 პროცენტით და 1 მილიარდ 7 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებლი 504.5 მილიონი ლარი იყო);
სესხები 57.5 პროცენტით, 3.35 მილიარდ ლარამდე გაიზარდა (2006 წლის ანალოგიური პერიოდში იგივე მაჩვენებელი 2.1 მილიარდი ლარი იყო).
სესხები ეროვნული ვალუტით გაიზარდა 55.8 პროცენტით და 842.8 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 540.8 მილიონი ლარი იყო).
სესხები უცხოური ვალუტით გაიზარდა 69.5 პროცენტით 1.5 მილიარდ აშშ დოლარამდე (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 883.9 მილიონი აშშ დოლარი იყო).
დეპოზიტები გაიზარდა 48 პროცენტით და 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა. (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 1.45 მილიარდი ლარი იყო).
დეპოზიტები ეროვნული ვალუტით გაიზარდა 62.8 პროცენტით 717.1 მილიონ ლარამდე (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 440.6 მილიონი იყო).
დეპოზიტებმა უცხოური ვალუტით მოიმატა 51.8 პროცენტით და 852.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 561.7 მლნ იყო).
დეპოზიტების დოლარიზაცია 3.1 პროცენტით შემცირდა და 66.6 პროცენტი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 69.7 პროცენტი იყო).
საბანკო სისტემის წმინდა მოგება გაიზარდა 41 პროცენტით და 44.4 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 31.5 მილიონ ლარს შეადგენდა);
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები - 2007 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 114 პროცენტით და 1 მილიარდ 114 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.