Available only in Georgian

Available only in Georgian

11 September, 2007
პროფესორ თამაზ ჩიკვაიძის გარდაცვალების გამო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ერთი ადგილი იყო თავისუფალი. 6 სექტემბერს კი საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, რის გამოც ბანკის საბჭოში მეორე ვაკანტური ადგილიც გაჩნდა.   პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ერთი ადგილი გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე  ახალ თანამდებობაზე გადავა. შესაბამისად, ბანკის საბჭოში შემოვა სამი ახალი წევრი, რაც საბჭოს საკმაოდ გადახალისებას ნიშნავს.