ს/ს კომერციულ ბანკ "აბსოლუტსა" და ს/ს "ბანკ ქართუს" შორის 10 აპრილს ხელი მოეწერა წინასწარგანზრახულობათა ოქმს, რომლის თანახმად "ბანკი ქართუ" გადაიფორმებს "აბსოლუტის" აქტივებსა (მოთხოვნებს) და პასივებს (ვალდებულებას). ოქმს "აბსოლუტის" მხრიდან ხელი მოაწერა დროებითმა ადმინისტრატორმა ლევან ნოზაძემ, ხოლო "ბანკი ქართუს" მხრიდან გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჩრდილელმა.
ფინანსური პრობლემების გამო 23 მარტიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ს/ს კომერციულ ბანკ "აბსოლუტში" დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა. ამჟამად დროებითი ადმინისტრაცია "აბსოლუტში" სრულ ინვენტარიზაციას ახორციელებს.