27 იანვარს სებ-ში ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე შეხვდა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონულ დირექტორს დონნა დოუსეტ-ქოიროლოს.
ეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო ბანკის პროექტების მიმდინარეობისა და ახლო მომავალში დახმარების სტრატეგიული საკითხები.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მეორე ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკისა და არსებული საკრედიტო პორტფელის განხილვას, ახალი საკრედიტო რესურსების გამოყოფა და შემდგომი პროექტების დაფინანსება კი დამოკიდებულია მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად სხვადასხვა სექტორში არსებული სირთულეეების მოგვარებას გულისხმობს.
2003 წლის 27 იანვრის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება 21 პროექტი, რომელთა ღირებულება დაახლოებით 395 მლნ აშშ დოლარია.