Available only in Georgian

Available only in Georgian

04 February, 2004
  4 თებერვალს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროს მრჩეველს ჯულიან ბერენგუტსა და ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ჯონათან დანს შეხვდა. საუბარი ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკაზე წარიმართა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან ეროვნული ბანკის საქმიანობის მიმართ კმაყოფილება ამ შეხვედრაზეც დაფიქსირდა. საქართველოს მონეტარული ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფულად- საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა დადებითად შეფასდა ვაშინგტონშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე. ორდღიანი შეხვედრების შემდეგ ჯულიან ბერენგუტი თბილისს დატოვებს. პარალელურად თბილისში სამუშაო ვიზიტი დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურმა მისიამ, რომელსაც კვირის ბოლოს პაოლო ნეუჰაუზი შეუერთდება. შეხვედრის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ, ხაზი გაუსვა რა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამების სწრაფად აღდგენის მნიშვნელობას, აღნიშნა, რომ დღეისათვის, როდესაც იგრძნობა საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. შესაბამისად, ეს გზას გაუხსნის საქართველოს აღადგინოს მოლაპარაკებები ,,პარიზის კლუბთან” საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე.