პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე პოლონეთში მიიწვია.
„ჩვენ მზად ვართ გავცვალოთ ექსპერტები და ასევე ყოველგვარი დახმარება გაგიწიოთ იმ სფეროებში, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად დიდი დატვირთვისა, ვიმედოვნებ, ახლო მომავალში მოახერხებთ და ეწვევით პოლონეთს“, – ნათქვამია ლეშეკ ბალცეროვიჩის მიერ რომან გოცირიძისთვის 15 ივნისს გამოგზავნილ წერილში.
საქართველოსა და პოლონეთის ეროვნული ბანკების პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში 27-28 მაისს შედგა, სადაც შუა აზიის, ბალკანეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის ყოველწლიური სხდომა გაიმართა. ამ ღონისძიებაზე შეხვედრისას პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა რომან გოცირიძე ოფიციალური ვიზიტით მიიწვია პოლონეთში.