Available only in Georgian

Available only in Georgian

23 June, 2005
ახალი დიზაინის 50 თეთრისა და 1 ლარის ღირსების მონეტების მოჭრისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევროპის, აზიის, ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 34 ქვეყნის 41 ზარაფხანას შესთავაზა. მათ შორისაა ისეთი ცნობილ კომპანიები, რომლებიც ამერიკულ დოლარის (USD), ევროს (EUR), გირვანქა სტერლინგისა (GBP) და სხვა ვალუტების ფულად ნიშნებს ამზადებენ.  ზარაფხანების მხრიდან შემოთავაზებული პირობების საფუძველზე გამოვლინდება კონკურსში გამარჯვებული. საკონკურსო პირობებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია მონეტების მოჭრის ოპტიმალური ვადა, მისი დამზადებისათვის გასაწევი ხარჯები და ხარისხობრივი მაჩვენებლები.  ეროვნული ბანკი  ქართული ფულის ყველა ნიშანს ახალი, ერთიანი კონცეფციითა და  საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული წესების მიხედვით დაამზადებს.  მომავალში, მიმოქცევაში დღეს არსებული ფულადი ნიშნები, „ფულის ერთიანი ოჯახის კონცეფციას“ დაექვემდებარება.