საქართველოს ეროვნულის ბანკის მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს მკვლევარ-ეკონომისტის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში წარმოდგენილი 65 განაცხადიდან 22 პრეტენდენტი შეირჩა.
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტები ეტაპობრივად გაივლიან თანამედროვე ეკონომიკური თეორიის საფუძვლებსა და ზოგად უნარებში ტესტირებას. მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს მკვლევარ-ეკონომისტის ვაკანტური ადგილი მომავალი კვირის ბოლოს შეივსება.
მომავალში საქართველოს ეროვნული ბანკი საკადრო პოლიტიკას თითოეულ ვაკანსიაზე გამოცხადებული საჯარო კონკურსის საფუძველზე განახორციელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი მკვლევარ-ეკონომისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე წლის 25 მაისს გამოაცხადა