Available only in Georgian

Available only in Georgian

23 June, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ღლონტი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS EBank for International Settlements) ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელსაც მიმდინარე წლის 25-27 ივნისს ბაზელი (შვეიცარია) უმასპინძლებს. ამჯერად საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მორიგი შეხვედრა აღნიშნული ორგანიზაციის 75-ე წლისთავს ემთხვევა, რის გამოც, საქმიანი ნაწილის გარდა გათვალისწინებულია BIS-ის დაარსების სადღესასწაულო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვა (გამოფენა, პრეზენტაცია). 25-27 ივნისის შეხვედრაში BIS-ის წევრი ქვეყნების  ცენტრალური ბანკების მმართველები  და სხვა მაღალი რანგის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ღლონტის განცხადებით,  შეხვედრის მონაწილენი მოისმენენ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის წლიურ ანგარიშს. ამასთან, გამოცდილების ურთიერთშორის გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მათ ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა ექნებათ. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი (BIS) 1930 წელს დაფუძნდა. მისი სათავო ოფისი ბაზელში (შვეიცარია) მდებარეობს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება.