Available only in Georgian

Available only in Georgian

30 June, 2005
საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიქმნა „ახალი საბუღალტრო სისტემისათვის ფუნქციონალური უზრუნველყოფის შემმუშავებელი ჯგუფი“, რომელიც  თანამედროვე, ოპტიმალურ  საბუღალტრო პროგრამას დანერგავს. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ღლონტის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი ახალი საბუღალტრო პროგრამის (თანმხლები მოდულებით) შეძენასა და დანერგვას გეგმავს. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო საქმიანობის გამარტივების, ანგარიშგების ფორმების დახვეწისა და ინფორმაციის გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით.   სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან  საბუღალტრო აღრიცხვის, შიდა აუდიტის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მართვის სამსახურის, საგადამხდელო სისტემების, საოპერაციო და სავალუტო სამმართველოების თანამშრომლები.   ჯგუფი ჩამოაყალიბებს ახალი საბუღალტრო პროგრამის მოთხოვნებს და, პარალელურად, საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოში აპრობირებულ ტექნოლოგიებს შეისწავლის. მათი შეჯერების შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საბუღალტრო სისტემა დაინერგება.                                                                                       ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკი საბუღალტრო საქმიანობას ბანკის თანამშრომელთა მიერ 1994 წელს შემუშავებული და დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფით ახორციელებს.