Available only in Georgian

Available only in Georgian

06 July, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები ივლისიდან სახელფასო გასამრჯელოს პლასტიკური ბარათების საშუალებით მიიღებენ. მათი სურვილის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის „სახელფასო პროექტის“ განხორციელებას „საქართველოს ბანკი“ უზრუნველყოფს. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ღლონტის განცხადებით, ადგილზე მომსახურების მიზნით, „საქართველოს ბანკმა“ ეროვნულ ბანკში ორი ბანკომატი დაამონტაჟა და ყველა თანამშრომელთან ინდივიდუალურად გააფორმებს ხელშეკრულებას.  „სახელფასო პროექტი“, თანამშრომელთათვის პლასტიკურ ბარათებზე ხელფასის გადარიცხვის გარდა, მომსახურების კომპლექსის მთელ პაკეტს ითვალისწინებს.