Available only in Georgian

Available only in Georgian

07 July, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკი 500 ლარის ღირსების ბანკნოტების ხელახლა დაბეჭდვას გეგმავს. 1995 წელს დაბეჭდილი 500 ლარიანი ბანკნოტები უმნიშვნელოდ სახეცვლილი ახალი დიზაინით დაიბეჭდება. 10 წლის წინ დაბეჭდილი ბანკნოტები დღეს მორალურად მოძველებულია. აღნიშნული ფულის ნიშნები უსაფრთხოების თანამედროვე ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებს. ახალი კუპიურები ფორმით უმნიშვნელოდ შეიცვლება, თუმცა დაცვის უმაღლესი სტანდარტებით დამზადდება. 500 ლარის ღირსების ბანკნოტების განახლებაზე საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის ბანკნოტების დიზაინის ავტორები, მხატვარ-დიზაინერები ნოდარ და ბაჩანა მალაზონიები იმუშავებენ. მაღალი ნომინალის მქონე ბანკნოტები, ტრადიციულად, დაგროვების საშუალებად გამოიყენება. დღეს ამ ფუნქციას 100 ლარის ღირსების ბანკნოტი ასრულებს, რომელზეც მზარდი მოთხოვნა არსებობს. ამ თვალსაზრისით, შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც 500 ლარის ღირსების ბანკნოტები მიმოქცევაში არ იქნა გაშვებული. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალში 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის დაბეჭდვასაც აპირებს, რომლის დიზაინის შესაქმნელად კონკურსს გამოაცხადებს. ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ კვირაში მაღალი დაცვის პოლიგრაფიული მანქანების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის KBA GIORI-ის წარმომადგენლები თბილისში ჩამოვლენ და მხატვარ-დიზაინერებისათვის ტრენინგ-სემინარებს გამართავენ.