კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებათა მწარმოებელი კომპანია SAP-ის (Systems, Applications and Products in Data Processing) დსთ-ის წარმომადგენლობის სპეციალისტებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში საბუღალტრო ანგარიშსწორების საკუთარი სისტემის პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს ეროვნულ ბანკში ორი კვირის წინ „ახალი საბუღალტრო სისტემისათვის ფუნქციონალური უზრუნველყოფის შემმუშავებელი ჯგუფი“ შეიქმნა, რომლის ამოცანაა მსოფლიოში აპრობირებული საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიების ათვისება.
დღეისათვის აღნიშნული ჯგუფი, საოპერაციო საქმიანობის გამარტივებისა და ინფორმაციის გამჭვირვალობისათვის, ამ სფეროში აღიარებული კომპანიების პროდუქტებისა და ცენტრალურ ბანკებში დანერგილი ანალოგიური სისტემების პრაქტიკის მეთოდურად შესწავლას განაგრძობს.
SAP (Systems, Applications and Products in Data Processing) მსოფლიოს კომპიუტერული პროგრამების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიაა. იგი დაარსდა 1972 წელს. SAP-ის შტაბ-ბინა მდებარეობს გერმანიაში, ქ. ვალდორფში. დღეისათვის მისი პროდუქციის მომხმარებელია მსოფლიოს 120 ქვეყნის 27 000-ზე მეტი კომპანია. SAP წარმოდგენილია რამდენიმე მსხვილ ბირჟაზე, მათ შორის ფრანკფურტისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე.