Available only in Georgian

Available only in Georgian

22 August, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ მგელაძემ რომან გოცირიძეს ბათუმის უნივერსიტეტის სასწავლო რეფორმის გეგმა გააცნო.   რეფორმის მიხედვით, უნივერსიტეტის არსებულ ბაზაზე 5 ფაკულტეტი და 2 სასწავლო ინსტიტუტი დარჩება. ამას გარდა, მის დაქვემდებარებაში გადავა 2 კვლევითი ინსტიტუტი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაინტერესდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტებზე (ფინანსები და საბანკო საქმე, საბუღალტრო აღრიცხვა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები) სასწავლო პროცესის მიმდინარეობით. ნუგზარ მგელაძესთან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომან გოცირიძე საჯარო ლექციებს წაიკითხავს.