Available only in Georgian

Available only in Georgian

02 September, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის ბათუმის ფილიალს საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი ეწვია. მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ უმასპინძლა. ფილიალის შენობის რემონტი აჭარის რევოლუციის შემდეგ დასრულდა. მისი სახით, ეროვნულმა ბანკმა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესატყვისი საბანკო დაწესებულება შეიძინა.   ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს კომერციული ბანკების აჭარაში მოქმედმა ფილიალებმა საკრედიტო დაბანდება 2-ჯერ გაზარდეს. ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ქმედითი საფინანსო ცენტრი ხდება. ეროვნული ბანკის ბათუმის ფილიალის მმართველმა ასლან მახაძემ, რომელიც ამ პოსტზე 2005 წლის მაისში დაინიშნა, აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონში საბანკო ცხოვრება მნიშვნელოვნად გააქტიურდა. აჭარაში ფილიალი საქართველოს თითქმის ყველა კომერციულ ბანკს აქვს გახსნილი, რაც საბანკო სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლებაზე მეტყველებს.