საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ხელი მოაწერა ბრძანებას „საქართველოს ეროვნულ ბანკში თამბაქოს მოწევის წესის დამტკიცების შესახებ“.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, თამბაქოს მოწევა აიკრძალა: საქართველოს ეროვნული ბანკის სამუშაო ოთახებში, დერეფნებში, კიბის უჯრედებში, ჰიგიენურ წერტილებში, სასაწყობო ადგილებში, საცავებში, აგრეთვე ელექტრომომარაგების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ტერიტორიებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დაიშვება მხოლოდ სპეციალური ნიშნით განსაზღვრულ ადგილებში.
თამბაქოს მოწევის წესის დამრღვევებს საკმაოდ მკაცრი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.