საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ საქართველოში საფრანგეთის ელჩი ფილიპ ლეფორი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე წარიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდება, განსაკუთრებით ეს საბანკო სექტორს შეეხება. საფრანგეთის ელჩის ფილიპ ლეფორის შეფასებით, თბილისს აქვს შანსი, უახლოეს წლებში რეგიონის ფინანსური ცენტრი გახდეს. საქართველოს საბანკო-საფინანსო ბაზრის მიმართ დაინტერესება ფრანგული კომპანიების მხრიდან უკვე შეინიშნება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და საფრანგეთის ელჩმა ასევე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე. მათ შორის, რა გავლენას ახდენს კონფლიქტის ზონებში არსებული მდგომარეობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.