Available only in Georgian

Available only in Georgian

23 February, 2006
საქართველოში მყოფი საფინანსო სისტემის შეფასების პროგრამის მისიის წევრები ეროვნულ ბანკში 24 და 27 თებერვალს სემინარს გამართავენ.   სემინარს დაესწრებიან საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, მთავრობისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები.   სემინარის პირველ დღეს, 24 თებერვალს, საფინანსო სისტემის შეფასების პროგრამის მისიის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარული და საფინანსო სისტემის დეპარტამენტის მრჩეველი სტივენ სილიგი მოაწყობს პრეზენტაციას თემაზე – „სისტემური საბანკო კრიზისები: მიზეზები და შედეგები“. 27 თებერვალს კი შვედეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მრჩეველი გორან ლინდი და მისიის წევრი მალი ჩივაკული წაიკითხავენ მოხსენებებს თემებზე – „საფინანსო სტაბილურობის საკითხები“ და „სტრესტესტირების მეთოდები“.   პრეზენტაციების შემდეგ საფინანსო სისტემის შეფასების პროგრამის მისიის წევრები დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხებენ.   საფინანსო პროგრამის შეფასების მისია საქართველოში 14 თებერვალს ჩამოვიდა. მის შემადგენლობაში არიან საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.   საფინანსო პროგრამის შეფასების მისია ჩამოსვლიდან ორი კვირის განმავლობაში შეისწავლის და განიხილავს საქართველოს საბანკო სექტორსა და საფინანსო სფეროში 2001 წლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებსა და პერსპექტივებს. საქმიანობის დასრულების შემდეგ მისია მთავრობას მის მიერ მომზადებულ დოკუმენტს წარუდგენს.